" ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ " - ანრი ოხანაშვილი
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ, ასეთი მოცემულობა გვაქვს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.
მისივე თქმით, „როგორც ჩანს, ოპოზიციას ასე ესმის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება“.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. როგორც ჩანს ასე ესმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. ისინი არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ, ასეთი მოცემულობა გვაქვს.“- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.
დეპუტატების წინაშე გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი გაივლის.
სიახლეები
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
- ,,თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო, დღეს ეს რამდენჯერმე გაზრდილია და 300-350 მილიონს აღემატება"- მიხეილ სარჯველაძე
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე