„ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის" - იაგო ხვიჩია
„ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის - შენი მარჯვენა ხელი გეუბნებოდეს, „დაგმე ამერიკა და ევროკავშირი“ და მარცხენა ხელი გეუბნებოდეს, „იცი რა, გადატვირთვაა საჭირო და ნორმალიზაცია", ჩემი აზრით, არ გამოიყურება სერიოზულად, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და „ხალხის ძალის“ განცხადებები ერთმანეთთან თავსებადი არ არის.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება და „ხალხის ძალის“ გუშინდელი განცხადება არ არის ერთმანეთთან შეთავსებადი. ამავე დროს, ყველას ესმის, რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ნაწილია და მისი ლოცვა - კურთხევით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი გულწრფელობასთან დაკავშირებით, რაც ამ თემასთან შეიძლება არსებობდეს, ან არ არსებობდეს. ერთის მხრივ, შენი მარჯვენა ხელი გეუბნებოდეს, „დაგმე ამერიკა და ევროკავშირი“ და მარცხენა ხელი გეუბნებოდეს, „იცი რა, გადატვირთვაა საჭირო და ნორმალიზაცია, ჩემი აზრით, არ გამოიყურება სერიოზულად“. ამიტომ „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის გზას. ორივე გზას თავისი მიმართება აქვს, მაგრამ მე მგონი, ისინი არ არიან ერთმანეთთან მაინცდამაინც თანხვედრილი“, - განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს