" ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვანები ამ ლგბტ პროპაგანდისგან, რომელიც არის რეალური " - გურამ მაჭარაშვილი
ჩვენ მსოფლიოში ვხედავთ უკვე, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა „გეი პარადების“ ჩატარებას, არ ემხრობა ლგბტ პროპაგანდას, ბავშვებში განსაკუთრებით და არც მოზარდებში. სხვათა შორის, ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა და წამყვანი ევროპული ქვეყნების საზოგადოების უმრავლესობამ ეს უკვე დაადასტურა, როცა უარი უთხრა ამ ულტრა ლიბერალურ მიდგომებს, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვანები ამ ლგბტ პროპაგანდისგან, რომელიც არის რეალური, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ვერ ხედავს, რომ უკრაინიზაცია დამღუპველია ქვეყნისთვის, შესაბამისად არაა გასაკვირი ლგბტ პროპაგანდას თუ ვერ ხედავენ.
„ოპოზიციას რაც შეეხება, ისინი იმასაც ვერ ხედავენ, რომ უბედურება ხდება სამწუხაროდ უკრაინაში, ვერ ხედავენ ამას, მათ ჰგონიათ, რომ იქ არის ძლიერი დემოკრატია და აყვავებული ეკონომიკა. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინიზაცია ქვეყნისთვის არის დამღუპველი, ამიტომ ახლა თუ ლგბტ პროპაგანდასაც ოპოზიცია ვერ ხედავს ეს გასაკვირი არ არის და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, ლგბტ დროშით იარონ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და თავის ამომრჩეველს აუხსნან - რატომ დადიან ლგბტ დროშით“ , - განაცხადა მაჭარაშვილმა
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე