,,სულ უფრო თვალნათელი გახდა ხელისუფლების განზრახვა, იზოლაციაში მოაქციოს საქართველო"-პაატა მანჯგალაძე
ჩვენ უამრავ ადამიანს ვხვდებით და კიდევ უფრო მეტი მოქალაქე რწმუნდება, ხვდება, რომ მეტი იზოლაცია ნიშნავს მეტ სიღარიბეს, მეტი სიღარიბე ნიშნავს უფრო მეტი ქართული ოჯახის მიერ საქართველოს დატოვებას, შესაბამისად, უფრო ნაკლები ბავშვის დაბადებას ქვეყანაში, - ამის შესახებ "ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერზე 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გამარჯვებით უნდა უპასუხოს რეჟიმს.
"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებამ, 95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერების შესახებ, სულ უფრო თვალნათელი გახადა ხელისუფლების განზრახვა იზოლაციაში მოაქციოს საქართველო.
ჩვენ უამრავ ადამიანს ვხვდებით და კიდევ უფრო მეტი მოქალაქე რწმუნდება, ხვდება რომ მეტი იზოლაცია ნიშნავს მეტ სიღარიბეს, მეტი სიღარიბე ნიშნავს უფრო მეტი ქართული ოჯახის მიერ საქართველოს დატოვებას, შესაბამისად, უფრო ნაკლები ბავშვის დაბადებას ქვეყანაში.
ხელისუფლების ამ ბოროტ ქმედებებზე პასუხი უნდა იყოს ერთიანი. 26 ოქტომბერს არცერთი ხმა რეჟიმს, რომელიც მხოლოდ იზოლაციას და სიღარიბეს ჰპირდება საქართველოს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- ხობში ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
- კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა
- ,,შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიანი ვადაზე ადრე დავუწესოთ" - დონალდ ტრამპი
- უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა
- მასკმა 2022 წელს უკრაინის შეტევის დროს Starlink-ის გათიშვის ბრძანება გასცა