,, ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები და მივიღოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან"- თინა ბოკუჩავა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბოკუჩავა ვიზიტის ფარგლებში დემოკრატიული პარტიის კონგრესს დაესწრება, რომელზეც კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად წარადგენენ.
მათივე ცნობით, დემოკრატიული პარტიის კონგრესს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახსნის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კოალიციის ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში იმყოფება.
როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ამერიკელ „ლიდერშიფს“ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით ესაუბრონ.
„რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი „რესპუბლიკური პარტიის“ კონგრესზე, ახლა ვიმყოფებით „დემოკრატიული პარტიის“ კონგრესზე, სადაც მოხდება კამალა ჰარისის წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვესაუბროთ ამერიკელ „ლიდერშიფს“ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგიული, უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და ნაბიჯებმა დააზიანა. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან და გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა ახალ ხარისხში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე