,,პარტიაში, საპარლამენტო სიის ხათრით, ხატია დეკანოიძის სახით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება"- ანა წითლიძე
„რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა უკან რომ ბრუნდები ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ „ხაბე“ არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ "ოლიგარქები" არ მართავენ პარტიას? რომელი ერთი ფაქტორი შეიცვალა? შენი მობრუნება ამ ყველაფრის აღიარებაა რომ ტყუოდი და მიზანი მხოლოდ შენი ამბიციები იყო. "ახლებში" არ მიგიღეს? გამსვლელ სიაში შენნაირი ბევრი მყავს და შენ ვის დაკარგვიხარო? დიდი ხანია ეთერებში არ ყვები ბელადომანია უნდა დასრულდეს პარტიაშიო?
ერთობის კი არა საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს, მიხვდი რომ სხვაგან არსად არ დასჭირდით, შანსი არ გაქვს და აგერ ჩვენც მიგიღებთ, მერე რა რომ ყველამ იცის ყველაფერი.
მაგრამ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო, სიაში შენი ავტორიტეტი ენმ-ს ამომრჩეველში არის ნული.
ვისაც არ უნდა წერო წერილები ციხეში, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამიშლის შენზე სიმართლის თქმას, თუნდაც იმიტომ, რომ ვინ ვინ და პარტიისთვის ურთულეს დროს - შენ არ უნდა აყოლოდი ამბიციებს როდესაც ამდენს გთხოვდი ეგ სისულელე არ გექნა და ზუსტად ვიცოდი როგორც დაასრულებდი.
მობრუნებას გილოცავ ხატია - ჩვენ მხოლოდ გვიხარია, რომ მართლები ჩვენ აღმოვჩნდით და შენ მაინც მობრუნებამ მოგიწია.
#თავისუფლებამიშას“, - წერს „ფეისბუქის“ გვერდზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე