,,აუცილებელია რუსული ხელისუფლების ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან"- მამუკა ხაზარაძე
„ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეულ ადამიანთან და სოფლამდე მივიდეთ, საზოგადოებას ავუხსნათ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ქვეყანას ელოდება.
აუცილებელია რუსული ხელისუფლების ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ინტეგრაცია და მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ამავე დროს, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნის პროცესის დაწყებასთან, ანაკლიის პორტის აშენებასთან, სამუშაო ადგილების შექმნასთან, მაღალ ანაზღაურებასა და 1000-ლარიან პენსიებთან დაკავშირებით გვინდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია. მინდა მათ ვუთხრა, რომ რუსულ ხელისუფლებას ქვეყანას რუსეთში არ გავატანთ, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ქვეყნიდან ადამიანები ემიგრაციაში არ უნდა მიდიოდნენ, პირიქით, უნდა ბრუნდებოდნენ საქართველოში და ქვეყანა უნდა შენდებოდეს, ერთად გავისტუმროთ „ რუსული ოცნება“ ხელისუფლებიდან,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე