“ქართული ოცნება” დასუსტებული, შეშინებულია და 26 ოქტომბერს მარცხდება"- გიორგი ვაშაძე
ხელისუფლების მიერ ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის უკანონო დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ “ქართული ოცნება” დასუსტებული, შეშინებულია და 26 ოქტომბერს მარცხდება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი ქართველი ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა.
„მათი ქმედებებიდან კარგად ჩანს, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანი ქართველი ხალხის დაპირისპირება და დაყოფაა, თუმცა, ეს ვერ შეაჩერებს ჩვენი გეგმის და ქართველი ხალხის ნების აღსრულებას რომ საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი და თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ.
თავისუფლება ჩვენი გუნდის წევრებს! როცა ერთად ვართ, ვიმარჯვებთ!“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო. ადგილზე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორივე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
სიახლეები
- "ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვის
- "უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადვილი არ არის, ევროკავშირმა რეგლამენტი უნდა შეცვალოს" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა - ის პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა"