,, სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების ერთი პატარა ჭანჭიკი"- ირაკლი კობახიძე
„სალომე ზურაბიშვილს დიდი ვადა აღარ აქვს დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ერთი თვე რჩება არჩევნებიდან და ეს იქნება მისი ბოლო დავალება, რომელსაც რეალურად წარმატებით ვერ შეასრულებს, რადგან არავითარი ფასი არ აქვს მის არც ერთ სიტყვას. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, უკვე მისი ლეგიტიმაცია არის ნულოვანი. თქვენ იცით, 2018 წელს როგორ იქნა არჩეული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე - პირველ ტურში ხმების 40 პროცენტიც ვერ აიღო, იმდენად მიუღებელი იყო მისი პერსონა საზოგადოებისთვის და მეორე ტურში ის არჩეული იქნა სწორედ „ნაცების“ არდაბრუნების ლოზუნგით. ასეთ დროს, როცა შენი ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო ხდება „ნაცები“, აქედან ჩანს, რომ ლეგიტიმაცია არის ნულოვანი, ანუ როცა სრულიად სხვა ლოზუნგით მოხვედი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს ეძებ სწორედ შესაბამის ძალაში, აქედან ჩანს, რომ მას აქვს ნულოვანი ლეგიტიმაცია. არც პიროვნული ავტორიტეტი, არც პოლიტიკური, არც საარჩევნო ლეგიტიმაცია აღარ დარჩა, არაფერი აღარ დარჩა, მეექვსე წელი იწურება, აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს ფასი აღარ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“