,,ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია"- ირაკლი კობახიძე
„რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია. შეგიძლიათ იხილოთ მათი საარჩევნო სააგიტაციო მასალები, სადაც ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ.
პირველი უხეში დარღვევა არის ის, რომ საარჩევნო კამპანია ფინანსდება უცხოური ფულით. მეორე: საინტერესოა ის, რომ ამ კამპანიაში ჩართულები არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ფორმალურად პრეტენზია, რომ უნდა იყოს ნეიტრალური დამკვირვებელი და ამ დროს პირდაპირაა ჩართული საარჩევნო აგიტაციაში კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ. ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. ამ უხეში დარღვევის უცხოური დაფინანსება არის დამატებით საარჩევნო პრინციპების დარღვევა. სამწუხაროა, რომ ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. კარგია ის, რომ ეს უცხოური უპრეცედენტო ჩარევა რაც საარჩევნო პრინციპებს ეწინააღმდეგება ვერ აისახება არჩევნების შედეგებზე“,- აღნიშნა პრემიერმა.
გუშინ, სამოქალაქო ორგანიზაციებმა „დედაენის ბაღში“ სადამკვირვებლო მისია - „ჩემი ხმა“ წარადგინეს. 30-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს