,,ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე შვილის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს"- ანა ბუჩუკური
ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სკოლის დირექტორად რამდენიმე დღის წინ მაკა გაბელაშვილი დაინიშნა, რომელიც იმავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა.
როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, ქვეყანაში "ნაცური" მეთოდებით ადამიანებზე ზეწოლა 26 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება.
„ოცნება“ აგრძელებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების, მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნას. ხობის და სენაკის შემდეგ, ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის, მაკა შარვაძის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას სკოლის ახალმა დირექტორმა, მაკა გაბელაშვილმა გააცნო, რომელიც იმავდროულად „ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მაკა გაბელაშვილი სკოლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ დაიწუნა, თუმცა ის მაინც დაინიშნა სკოლის დირექტორად. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ის რამდენიმე დღის წინ სკოლის დირექტორის შოთა ჯინჯიხაძის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა.
ცნობისთვის, მაკა გაბელაშვილი თავის დროზე "ნაცმოძრაობას" ემსახურებოდა, კერძოდ იყო "ნაცმოძრაობის" კომისიის თავმჯდომარე. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი ადამიანების იმედადაა დარჩენილი დღევანდელი "ოცნება", რომელსაც არაფერი საერთო ღირებულებებთან აღარ შემორჩა.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნანა ამბროლაძეს, რომელსაც ტყიბულში დიდ პატივს სცემენ და დავპირდეთ თითოეულ მათგანს - ამ ქვეყანაში "ნაცური" მეთოდებით ადამიანებზე ზეწოლა აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს და ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით მივალთ ევროპაში!" - განაცხადა ბუჩუკურმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა