„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა
„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა. წარდგენა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან:
ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.
„როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო სიის ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები.
„ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი