,,რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს სპორტსმენებს"- გია ვოლსკი
რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს, ამ განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე უნდა იზრუნონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ევროოპტიმისტების” დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც მან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულზე საუბრისას გააკეთა.
ვოლსკის თქმით, სპორტი განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის მათ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი წარმმართველია.
“საქმე იმაშია, რომ რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს, ამ განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც სტრატეგიულო ამოცანის შესრულებაზე უნდა იზრუნონ. ეს არის ჯანსაღი მომავლის, ჯანსაღი წესის დანერგვა - მასობრივი სპორტის განვითარება და ვინ თუ არა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები. ამას ისინი სხვაზე უკეთ გააკეთებენ და თუ ჰგონიათ, რომ ისინი ინტელექტით უფრო დაბლა არიან, ვიდრე თვითონ რომან გოცირიძე ან ნებისმიერი სხვა, ძალიან ცდებიან. პირველივე შემთხვევიდან, არჩევნების შემდეგ პირველივე საქმიანობიდან თქვენ დაინახავთ, რომ გამოჩენილი სპორტსმენებიც, მსახიობებიც, ბიზნესმენებიც, პოლიტიკოსებიც და იურისტებიც, რომლებიც ჩვენს გუნდში მრავლად არიან, შეასრულებენ მაღალი დონის მაჩვენებლებს, წარმოადგენენ ნებისმიერი დარგის საქმიანობის სამართავად. მათ შორის, სპორტი არის განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობის. ის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველია ჩვენს საარჩევნო პროგრამაში”, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. პირველ ოცეულში ასევე არიან სპორტსმენები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე