ირაკლი კობახიძის მიწვევა ბაიდენის მიღებაზე გაუქმებულია - ამერიკის ხმა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის. მიღება დღეს, 25 სექტემბერს, გაიმართება.
აშშ-ის ადმინისტრაციამ უარი თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. მათ შორის შეხვედრაზე უარი თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა. საქართველოს დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიცაა.
„ამერიკის ხმის” ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯები, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და „აირჩიე ევროპის” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და მმართველი ძალის განცხადებები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.
როგორც „ამერიკის ხმა" წერს, საქართველოს მთავრობასთან ბოლო კომუნიკაციამ აშშ-ის ადმინისტრაციას არ მისცა იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის და პირიქით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე