,,საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევების, შერიგების ნაბიჯები"- კახა კალაძე
სოხუმის დაცემიდან 31-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე, თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.
„27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. კიდევ უფრო მძიმეა შედეგები, რომელიც ომის შედეგად მივიღეთ, დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ათობით ათასი ლტოლვილი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევების, შერიგების ნაბიჯები, უნდა აღდგეს ნდობა, რომ შევძლოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მე მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებით და მშვიდობიანი გზებით შესაძლებელია ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამას გვავალდებულებს გმირი ჯარისკაცების ხსოვნა და პასუხისმგებლობა გვაქვს მომავალ თაობასთან”, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს