" მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვას - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში " - თამარ კორძაია
მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვას, მან არ გააუქმა ცესკოს გადაწყვეტილება - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ყველა შტო „წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს“ იმისთვის, რომ ემიგრანტებმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსირონ.
„დღეს, ამ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში. დღეს, აქ, 28-ე დარბაზში, სალომე სამხარაძემ, რომელიც არის მუსურიძის ყოფილი თანაშემწე და დაინიშნა უვადოდო [მოსამართლედ] სწორედ იმ ნიშნით, რომ მუსურიძის თანაშემწეა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს წაართვას ხმის უფლება. მან არ გააუქმა ცესკოს
გადაწყვეტილება.
გუშინ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარეს ფიზიკურად არ მიშვებდნენ დარბაზში, სანამ ძალით არ შევედი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების ყველა შტო წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისი არჩევანი ვერ გააკეთონ, ვერ დაიცვან, მაგრამ ეს არის ძალიან დროებით. 26 ოქტომბერს ისინი აუცილებლად ძალიან მძიმედ დაასრულებენ,“ - განაცხადა კორძაიამ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა