" აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები - პირველად, ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და ძალიან ცხადი გახდა ვისთან გვაქვს საქმე " - ზურაბ ჯაფარიძე
აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები. პირველად, ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და ძალიან ცხადი გახდა ვისთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ რუსთავში, „კოალიცია ცვლილებისთვის” პირველ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ „ეს არჩევნები არის ცივილიზაციური ბრძოლა“.
„ეს არჩევნები არ არის მარტივი არჩევნები, ეს არ არის მარტო ის, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში, ეს არჩევნები არის ცივილიზაციური ბრძოლა, ზუსტად ისეთი, როგორიც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს. მეორე მხარეს არის რუსეთი და უნდა გვესმოდეს, რას კარგავს ის. ამის გააზრება მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში, რუსეთი კარგავს არა მარტო საქართველოს, არამედ კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე, კარგავს გავლენას შავ ზღვაზე, კარგავს მონოპოლიას სახმელეთო გადაზიდვებზე აზიიდან ევროპისკენ. საბოლოო ჯამში, რუსეთი იღებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრ და სავარაუდოდ ნატო-ს წევრ წარმატებულ ქვეყნებს საკუთარ საზღვრებთან და რაც ნიშნავს, რომ ეს შეიძლება გადაედოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს.
ეს ყველაფერი რუსეთისთვის სერიოზული პრობლემაა. ეს არჩევნები პრინციპული არჩევნებია იქითა მხარისთვისაც, ამიტომ არის ფსონები ძალიან მაღალი, ამიტომ არის ეს არჩევნები ცივილიზაციური არჩევნები. ეს კოალიცია შეიქმნა ამის გააზრებით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა