,,მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია “ნაცმოძრაობისგან”, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა"- მამაუკა მდინარაძე
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ეხმიანება აშშ-ის საელჩოს მიერ “ფეისბუქზე” გავრცელებულ მორიგ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ”.
მდინარაძე მოუწოდებს საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი ფეისბუქ-გვერდის მართვის ფუნქცია “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელმაც ზემოთ აღნიშნული განცხადებით იერიში მოლდოვაზე, უკრაინაზე და იმ ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული.
“მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!”,- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე