„ნაცებისგან“ ბავშვობაწართმეული თედო ბიტბუნოვის ბულინგის მცდელობის შემდეგ ახლა სტარტს აღებინებენ ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას - მამუკა მდინარაძე
ჯენზი თაობის წარმომადგენლის, „ნაცებისგან“ ბავშვობაწართმეული თედო ბიტბუნოვის ბულინგის მცდელობის შემდეგ ახლა სტარტს აღებინებენ ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას. აქაც მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ კლიპში მიიღეს მონაწილეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჯენზი თაობის წარმომადგენლის, „ნაცებისგან“ ბავშვობაწართმეული თედო ბიტბუნოვის ბულინგის მცდელობის შემდეგ, ახლა სტარტს ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას აღებინებენ. აქაც მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ კლიპში მიიღეს მონაწილეობა.
სადაც უნდათ, იქ მიიღებენ მონაწილეობას და არავის ჰკითხავენ. ამავე დროს, კიდევ მრავალჯერ ასახელებენ თავის სამშობლოს და კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მათი გმირული თავდადებით და ბრძოლის ჟინით!
მართლა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში გოიმების მიერ ტრენდის შექმნის ილუზიები და ფაშისტური ბულინგის კამპანიები! ჩვენი გასაკეთებელია, ქართველ ხალხთან ერთად!
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო