" არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო " - ანა ნაცვლიშვილი
არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთო ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ „TV იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის წარსული, რომელსაც არცერთი დაპირება არ შეუსრულებია, ხოლო „ძლიერი საქართველო“ არის ამ წარსულის რეალური ალტერნატივა, რომელსაც აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა შეასრულოს ის, რასაც მოსახლეობას ჰპირდება.
„გუშინ მოვისმინეთ რუსი ოლიგარქის ინტერვიუ და უკლებლივ ყველამ ამ ქვეყანაში დაინახა, რომ ივანიშვილი უკვე არის ამ ქვეყნის წარსული. ეს სუსტი და შეშინებული კაცი ვერ იქნება მომავალი, მითუმეტეს ამ ქვეყნის მომავალი.
ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო. ივანიშვილი არის წარსული, „ძლიერი საქართველო“ კი, საარჩევნო ნომრით 9 არის წარსულის რეალური ალტერნატივა, და სწორედ ამიტომ ეშინია ივანიშვილს განსაკუთრებით ჩვენი კოალიციის. ეს გუშინდელ ინტერვიუშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
ივანიშვილს ეშინია ჩვენი კოალიციის, მას ეშინია 9 ნომრის იმიტომ, რომ მისგან განსხვავებით, ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვემსახურებით ოკუპანტის ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ინტერესებს. მას ეშინია ჩვენი იმიტომ, რომ ივანიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ის დაპირებები, რომლებსაც ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს და ამავე დროს, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს