“გახსოვთ, როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია, რამე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით” – პაპუაშვილი
“თქვენ გახსოვთ, როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია, რამე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“გუშინ ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ აპარატურით მანიპულაცია მოხდა, რაც ჩვეულებრივი ტყუილია. როცა პრეზიდენტის სასახლიდან ხდება დეზინფორმაციის გავრცელება იმისთვის, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და მათ ემოციებზე ითამაშონ, ეს რა თქმა უნდა, გაუგონარი ამბავია და ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართულია იმ სცენარში, რასაც ქვეყნის არევა ჰქვია ოპოზიციასთან ერთად. ჩვენ გვესმოდა დუბლირებული სიები, რომ აპარატი სხვის ხმებს ათვლიდა „ქართულ ოცნებას“, მონიშნული იყო ბიულეტენები – არცერთი ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. იცით, რომ აპარატურასთან დაკავშირებით, ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის წინასწარ იყო შერჩეული, აუდიტი ჩაატარა, არანაირი შეუსაბამობა აპარატურასთან დაკავშირებით არ არის და ვერც იქნებოდა. თან თავადაც ამბობდნენ, შეუძლებელი იყო, იქ რამე მომხდარიყო, უბრალოდ, ეს არის, როცა დავალებას იღებ, რომ ქვეყანა უნდა არიო, მაშინ ყველანაირ ტყუილს იგონებ“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიახლეები
- “რომან შამათავა თვალებში მიყურებდა უტიფრად და მეუბნებოდა, მე მამაშენი არ მომიკლავსო, დგას დედამისი და იძახის, რომ გმირი შვილი გაზარდა, რომელიც ქართველებს კლავდა” - „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა
- “ახლახან ვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, მზეზე ირუჯება და კარგად არის; მისგან წაქეზებული ადამიანები რომ ჩადიან შემდეგ დანაშაულს, უწევთ პასუხისგება კანონის წინაშე” – პაპუაშვილი
- ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კომისიაზე არმისვლის გამო
- “ელჩების უმრავლესობა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება “დიფ სთეითის” აქტივისტად – ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებებს” - დიმიტრი ხუნდაძე
- ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა