არანაირი ნდობა პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესს არ აქვს - ზეწოლა პრეზიდენტზე, მისი დაკითხვაზე დაბარებით, ამტკიცებს საერთაშორისო აზრს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, ჩადენილია დანაშაული - „ძლიერი საქართველო“
განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც ჩატარდა, არის აბსურდი, - ამის შესახებ განცხადებას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
„ძლიერ საქართველოში“ საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით უნდობლობა აქვთ და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.
„ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ არჩევნების გაყალბება არ გაუვიდა, როდესაც დემოკრატიული ქვეყნები ითხოვენ არჩევნების გამოძიებას, მათი შედეგების აღიარების ნაცვლად. განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც ჩატარდა, არის აბსურდი. ამიტომ ვაცხადებთ, რომ არანაირი ნდობა პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესს არ აქვს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. პროკურატურის მიერ დაწყებული ზეწოლა პრეზიდენტზე, მისი დაბარებით დაკითხვაზე, მხოლოდ ამტკიცებს საერთაშორისო აზრს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, ჩადენილია დანაშაული და დააჩქარებს საერთაშორისო გამოძიების დაწყების პროცესს.“- ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 სექტემბრისთვის
- აშშ ჩინეთს TikTok-ის აკრძალვით ემუქრება
- “ეს ადამიანები არავის აინტერესებს, ამიტომ ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ” - კახა კალაძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე
- შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- “მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ - არ გამოვა ეს” - კახა კალაძე ოპოზიციაზე