" ამათ თუ ვინმე გაჰყვება კიდევ, ცხვარი ვარო თავის თავს უნდა დააბრალოს – ატარებენ, ატარებენ ქუჩაში და გაჩერდებიან, გაუშვებენ სახლში " - გია გაჩეჩილაძე – ოპოზიციაზე
ამათ თუ ვინმე გაჰყვება კიდევ, ცხვარი ვარო თავის თავს უნდა დააბრალოს. ატარებენ, ატარებენ ქუჩაში და გაჩერდებიან, გაუშვებენ სახლში. ეს პროცესი დამთავრებულია, – ამის შესახებ მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი რესურსი ამოწურა და ახლა თავადაც დაბნეულები არიან.
„სიმართლე მდგომარეობას ამაში, ქართველმა ხალხმა ჩართო თვით გადარჩენის ინსტინქტი. ორი მოცემულობა გვქონდა. ან შეგვეძლო წავსულიყავით იქითკენ, რომ ძალიან მაგარი ქვეყანა გავმხდარიყავით ხვალ და აქეთკენ წავედით, მშვიდობის კუნძული ნამდვილად. არავისკენ ქვეყანა. ნეიტრალურ პოზიციაზე დამდგარი ქვეყანა , მაგრამ ყველასთვის მისაღები ქვეყანა. და მეორე ვარიანტი იყო კიდევ, რომ გადავმხტარიყავით იმ ცეცხლში და იმ ომში და უბედურებაში, სადაც არის უკრაინა. ქართველმა ხალხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ ვეღარ შეცვლის, იმიტომ რომ ჭეშმარიტი გადაწყვეტილებაა. თვითონაც ვერაფერს ვეღარ იძახიან, თვითონაც დაბნეულები არიან“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე