ამ გვერდის ამობედვა

ბიუროკრატიის ინდექსით საქართველო მეოცე ადგილზეა საუკეთესო ქვეყნებს შორის

მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა.

ბიუროკრატიის ინდექსი, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის მიმართულებით.

Economist Intelligence Unit-ის კვლევამ მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია ორი მიმართულებით შეაფასა:
პირველი – ბიუროკრატიის ხარისხი/ ინსტიტუციური ეფექტურობა და მეორე – ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.
საქართველომ ბიუროკრატიის ინდექსის მიხედვით შეფასების 100%-იანი სკალიდან 75% აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო სახელმწიფოებს შორის მე-20, ხოლო ევროპაში მე-13 პოზიციაზე გავიდა.

საქართველომ რეიტინგში გაასწრო ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 18 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ბელგია, კვიპროსი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, პორტუგალია, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი, ალბანეთი. საქართველომ რეიტინგში თანაბარი შეფასება მიიღო ისეთი მოწინავე ქვეყნების გვერდით როგორიცაა შეერთებული შტატები, ავსტრია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, სლოვენია.

წაკითხვა 155 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 11 2024