ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასა და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 18 ნოემბრის შეხვედრაზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც. თავის მხრივ, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
(საქართველოს) საკითხზე ცალსახა გადაწყვეტილება არ მიღებულა. იყო ფართო დისკუსია“, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოავლინა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარეკ ეშტოკის კომენტარმაც:
„ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა. გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა