"ოპოზიციამ მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე პრაქტიკულად დაასრულა "- გურამ მაჭარაშვილი
ოპოზიციამ მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე პრაქტიკულად დაასრულა - თქვეს, სულ რაღაც რამდენიმე ათეული დავრჩით და მელიქიშვილის გამზირზე გმირულად დავეცითო! - ასე ეხმაურება მელიქიშვილის გამზირზე აქციის დასრულებას უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ასეთი დასასრული მოსალოდნელი იყო და მათ ვეღარც საკონსტიტუციო სარჩელი უშველით.
„შეტყობინება საკუთარ მომხრეებს ჯაფარიძის სახით გაუგზავნეს - ახლა დავისვენოთო! ეს არის დასასრული! ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი, როგორც ყოველთვის, მოატყუა. ეუბნებოდა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ ვერ ვხედავთ 61 განაცხადს, სადაც ისინი იტყვიან, რომ ჩვენ, 61 ოპოზიციონერი დეპუტატი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებებს პარლამენტის კანცელარიას ჩავაბარებთ. სად არის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირდებით 61 განცხადება?! ამას სთხოვს ოპოზიციას თავისივე ამომრჩეველი! ნურას უკაცრავად, თქვეს, ახლა ჩვენ დავიღალეთ, დავისვენებთ, მერე ახალ წლებზე გადავიტვირთებით, რა თქმა უნდა, ხელფასებს მივიღებთ და მერე თებერვალში ვნახოთ, რას გავაკეთებთო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ ეს აქციის დაშლა არ არის, რადგან „გიორგი ვაშაძე ძირითადად ჟურნალისტებს და ოპერატორებს ელაპარაკებოდა, მის უკან კი ერთი-ორი ადამიანი იდგა“.
„როცა მიხვდნენ, რომ მეგაფონით საუბარს აზრი არ ჰქონდა, თქვეს, მოდით წავიდეთ ერთმანეთს სახლში ველაპარაკოთო. ლიდერები წავიდნენ, თორემ არავინ არ დაშლილა, რადგან იქ არც არავინ იყო. როცა გირჩი ჯაფარიძე საუბრობდა, მაშინაც არავინ იყო არც აქციაზე და არც მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა გამვლელი მოქალაქეებისა. როგორც ყვარყვარე თუთაბერს ჰქონდა განცდა, რომ ჯარს თვითონ მიუძღოდა და რეალურად ჯარი თავისით მიდიოდა და თვითონ ჩაუდგა სათავეში, ეს ხალხი ესაა - ჰგონიათ, რომ მათ ვინმე უჯერებს! მათ ვერასოდეს ვერავინ ვერ დაუჯერებს, რადგან კაცთმოძულე ადამიანები არიან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა