,,როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ თანხმდება საერთო სტრატეგიულ გეგმაზე"- ვახტანგ ძაბირაძე
,,როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ თანხმდება საერთო სტრატეგიულ გეგმაზე, რაც ძალიან ცუდია”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ,,თუ ქუჩის პროტესტი მინელდა, ამას, დიდი ალბათობით, შეიძლება, მოჰყვეს ის, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერა შემცირდეს”.
,,ვფიქრობ, უკვე დადგა დრო, რომ ოპოზიცია უნდა შეეცადოს, შექმნას თუნდაც საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მიიღებს რაღაც გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ მოვლენებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მთლიანად ოპოზიციური ჩართულობა უნდა იყოს და გადაწყვეტილებაც რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტიის უნდა იყოს”, – განმარტა ძაბირაძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო