,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს, იმას მოუსმინონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ,,არადემოკრატიულ ქცევას" უწოდებს ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მხრიდან ,,საქართველოს ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარს".
„იმას კი არა საკუთარი დაფინანსებული ,,ენჯეო" რას ელაპარაკება და ერთმანეთს რომ აქეზებენ, ხალხს მოუსმინონ, შემდეგ დაბრუნდნენ ბრიუსელში და კეთილი ინებონ, საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით, რომლის არჩეულიც არის ეს ხელისუფლება. ეს არის ყველაზე არადემოკრატიული ქცევა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან. ეს არის ის ქცევა, რასაც ჩვენ ვხედავდით მოსკოვისგან, როდესაც ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა ხდებოდა და ამ ქცევას ახლა ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან. ამას უნდა დაანებოს ყველამ თავი. ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს. საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდათ ხალხს და გამოჩნდა კიდეც რაზე დებდნენ ფსონს, როცა მთელი სხეულით შესული იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში უცხოელი პოლიტიკოსები, ზოგი დიპლომატი თუ ასე შემდეგ და მიიღეს პასუხი ქართველი ხალხისგან და ახლა დაკმაყოფილდნენ ამ პასუხით“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ,,იმედის" ეთერში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე