,,ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას” – მაკა ბოჭორიშვილი
,,პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ,,ქართული ოცნების” გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
,,ჩვენი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს, საგარეო პოლიტიკის განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და იმავდროულად სიფრთხილეს. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ რამხელა გავლენას ახდენენ ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაზე, შიდა პოლიტიკაზე და როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე. ჩემთვის ეს ნამდვილად დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში. უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ გამოცხადებული იქნება ნდობა”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე