"მე თუ მკითხავთ, თვითონ ოპოზიცია არ არის ლეგიტიმური"- ირაკლი ზარქუა
“ოპოზიციას 61 მანდატი აქვს, 61 განცხადება წარმოდგენილი არ არის, დაველოდებით, წარმოადგენენ და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, ვის გავუუქმოთ, ვინ დავტოვოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ “პირველ არხს” განუცხადა.
მისივე თქმით, თავად ოპოზიცია არ არის ლეგიტიმური.
„ოპოზიციას 61 მანდატი აქვს, 61 განცხადება წარმოდგენილი არ არის, ველოდებით. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ ეს განცხადება. პარლამენტს არალეგიტიმურს ეძახიან, მილიონზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას ანუ “ქართულ ოცნებას” და ამაზე ამბობენ, რომ ლეგიტიმური არ არისო. მე თუ მკითხავთ, თვითონ ოპოზიცია არ არის ლეგიტიმური. ლეგიტიმაცია დაკარგეს, როდესაც დაანონსებული ჰქონდათ, რომ პირველ საპარლამენტო სასესიო დღეს აქ უნდა ყოფილიყო მათი მხარდამჭერების არმია და ათასი კაცი გამოცხადდა. ლეგიტიმაცია დაკარგეს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელებთ, ჯერ ველოდებით ყველამ წარმოადგინოს, ვინც თვლის, რომ არალეგიტიმურია და ვინც არ შემოიტანს ე.ი. იმან აზრი შეიცვალა და კარგია. დაველოდებით, წარმოადგენენ და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ ვის გავუუქმოთ, ვინ დავტოვოთ“, – აღნიშნა ზარქუამ.
სიახლეები
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
- ,,ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- ,,წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია"- მეუფე ანდრია