“ბევრი უსამართლო განცხადების ფონზე, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილი ობიექტური რეალობაა” – ნინო წილოსანი
“ბევრი უსამართლო განცხადების ფონზე, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილი ობიექტური რეალობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადება.
მან ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასების შესახებ გააკეთა კომენტარი.
“ეს წერილი კიდევ ერთხელ აღიარებს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას და თანამშრომლობის გაგრძელებას გვთავაზობს, რაც მისასალმებელია. ასევე, არაერთ შეფასებაში, რომელიც ეუთოს მისიას გაუკეთებია, ყველგან არის ხაზგასმული, რომ იყო კონკურენციის შესაძლებლობა, არჩევნები ჩატარდა მაღალი სტანდარტებით, ცესკომ შეასრულა დაკისრებული მისია“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასების მიხედვით, საქართველოში საარჩევნო გარემო იყო კონკურენტუნარიანი და საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია.
სიახლეები
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
- ,,ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- ,,წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია"- მეუფე ანდრია