,,ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ” – ნინო წილოსანი
,,ელენე ხოშტარიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი კოლეგებისთვის, მისნაირი რადიკალებისთვის ფეხები დაებაკუნებინა და მოეთხოვა – არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, თუმცა, შედეგად ის მიიღო, რომ ძალიან მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„მიიღო ასევე ის, რომ იგივე პარტიები, რომლებიც იქამდეც ვიცოდით, რომ რადიკალურები და ექსტრემისტები იყვნენ, არ აღიარებენ დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებს. ასევე, ამბობენ რომ არანაირ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას.
არანაირი ცვლილება არ მომხდარა – ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ. აჰყვნენ ისინი, ვინც აქამდეც ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მისმა გადაწყვეტილებამ, რომ საკუთარი ოპოზიციონერი კოლეგები დაეშანტაჟებინა, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ფაქტია, რომ გახარია და „ლელო“ ისევ აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი შიში და რისკი აქვთ იმისა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული შედეგებით არ გამოვიდნენ ამ არჩევნებიდან“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.
სიახლეები
- ფარმაცევტულ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს ინდოეთში 34-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,დღეიდან საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა"– შალვა პაპუაშვილი
- ხონში მომხდარ ავარიას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ძალიან მიხარია, რომ ჩვენ საერთოდ არ გვახსენებენ – გვინდა, ამ კლოუნადას გავემიჯნოთ” - იაგო ხვიჩია ოპოზიციურ პარტიებზე
- “დროა შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად იზრუნებს ხალხზე” - მასკი