ამ გვერდის ამობედვა

“პირადად ჩამოსვლა და კომისიაზე მოსვლა ვერ გაბედა” - ნინო წილოსანი გახარიაზე

„არაა გასაკვირი, რომ გიორგი გახარიას ეშინია საზოგადოებას უთხრას რა მოხდა ჩორჩანასთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„არაა გასაკვირი, რომ გიორგი გახარიას ეშინია საზოგადოებას უთხრას რა მოხდა ჩორჩანასთან დაკავშირებით და გაგვცეს პასუხი, რომ ეს იყო [საგუშაგოს ჩადგმა] მისი უგუნურობის შედეგად ჩადენილი, თუ განზრახ გაკეთებული. ცოტა ეჭვიც მეპარება, რომ ამგვარი დიდი ბოროტება უგუნურობით, ან შემთხვევით ჩაიდინოს ადამიანმა. ველოდებით თუნდაც ონლაინფორმატში [ჩართვას], რადგან პირადად ჩამოსვლა და კომისიაზე მოსვლა ვერ გაბედა“, – აღნიშნა წილოსანმა.

 

ცნობისთვის, გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დღეს ქვეყანაში არ ყოფნის მიზეზით, დისტანციურად ჩაერთვება.

წაკითხვა 485 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 02 2025