“ემანუელ მაკრონის მიერ აშშ-ის ელჩის საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დადანაშაულება ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია” - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ემანუელ მაკრონის შეფასება საფრანგეთში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, არის ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებენ ცალკეული პოლიტიკოსები პატარა ქვეყნებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ზოგიერთს წარმოუდგენია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოსთან მიმართებით.
„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ – შეუძლიათ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. ეს ჩვეულებრივი რამ ჰგონიათ. რეალურად კი, როდესაც თვითონ აწყდებიან იგივე პრობლემას, მაშინვე გამოხტებიან და საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება თურმე სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა.
ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები სხვა პატარა ქვეყნების მიმართ, ისეთი როგორიც საქართველოა. თუმცა, არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო უდიდესი კულტურის, ტრადიციებისა და წარსულის მქონე ქვეყანაა, რითაც ვამაყობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა
- “პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის” - შალვა პაპუაშვილი გომელაურზე
- “თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს - აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, ან შევიდეს სადაც რეგისტრირებული არ არის - სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან” - ირაკლი კუპრაძე
- “ევროკავშირის ელჩიც კი იყო ჩართული ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში, არჩევნებში ჩარევის გზით” - შალვა პაპუაშვილი
- “სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და იქ გამდიდრდნენ, ზოგმა მოიხადა სასჯელი, მაგრამ ისევ ფუფუნებაში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ფული სადღაც ჰქონდათ გადამალული” - შალვა პაპუაშვილი