“შავი ხვრელები საქართველოში, საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდება – ეს ის ხალხია, ვინც აბრალებდა საკუთარ ქვეყანას ყველაფერ ამ უბედურებას” - მაჭარაშვილი
“ძირითადად, უკვე აღიარებულია საჯაროდ ჩამოთვლილი პიროვნებების მხრიდან ხელისუფლების დამხობის მოწოდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.
“შავი ხვრელები საქართველოში, საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდება – ეს ის ხალხია, ვინც აბრალებდა საკუთარ ქვეყანას ყველაფერ ამ უბედურებას. ასევე, რუსეთის სასარგებლოდ გვახსოვს, რომ ირანული დრონების გაკეთებაში, სივრცე დაუთმო საქართველომო, ამას აბრალებდნენ საკუთარ ქვეყანას. არამხოლოდ განცხადებებს აკეთებდნენ, არამედ ქმედებებიც მათი მხრიდან საჯაროდ არის დადასტურებული. ჩვენ გვახსოვს საქართველოს პარლამენტზე შტურმი, ცეცხლწაკიდებული ოთახები პარლამენტში, ჩამტვრეული შუშები, დაზიანებული პოლიციელები და ა.შ. ასე რომ ამ ბრიფინგზე დასახელებული პირები და მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, საჯაროდ არის აღიარებული და ეს არ გაჰკვირვებია ქართულ საზოგადოებას".
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე