გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც ქართველ ხალხს აკავშირებს ევროკავშირთან” – პაპუაშვილი
“დღეს ბრიუსელი აცდენილია ევროპულ ღირებულებებს… გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც ქართველ ხალხს აკავშირებს ევროკავშირთან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“როდესაც გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო პირველი, რომელმაც ამ კანონს რუსული კანონი უწოდა და ეს პროპაგანდა და ცრუ ნარატივი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა დაამკვიდრა მაშინ საქართველოში.
ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი ადმინისტრაცია შეიცვალა, როგორც კი ახალმა ადმინისტრაციამ უარი თქვა ბიუჯეტის ფულის გამოყენებით ფარულად, სხვა ქვეყნებში მავნე დღის წესრიგის გატარება, ამერიკის შეერთებული შტატებისგან პრეტენზია აღარ გვსმენია ამ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ კვლავ გვესმის ევროკავშირისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელს სურს, რომ კვლავ დამალოს ის ხარჯები, რომლებიც საქართველოში აქვს, საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად.
დადასტურდა, რომ ევროკავშირის ფული იხარჯებოდა პარტიებზე, მათ შორის “დროას”, მაგალითად, უკანონოდ, ფარულად აფინანსებდნენ ევროპის დემოკრატიის ფონდის გამოყენებით ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ოღონდ არ გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები და ოღონდ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ოღონდ ეს გაგრძელდეს, ამის გამო გაწირეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ბრიუსელის ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა. ეს არის მაგალითი და დასტური იმისა, რომ ბრიუსელი დღეს აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, ვინაიდან გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რომელიც ქართველ ხალხს აკავშირებს ევროკავშირთან“.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია