,,წარმოდგენილი ბიუჯეტი აჩვენებს, თუ რამდენად სწორია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა"- შალვა პაპუაშვილი
,,წარმოდგენილი ბიუჯეტი აჩვენებს, თუ რამდენად სწორია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებლობა ექნება საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2026 წელს იყოს უფრო მეტი პროექტი განხორციელებული.
„წარმოდგენილი ბიუჯეტი აჩვენებს, თუ რამდენად სწორი არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა – არ აჰყვეს გარედან მოწოდებებს და არ დააზიანოს საკუთარი მოსახლეობა. სინამდვილეში ხომ ეს იყო და ეს მცდელობებია დღესაც, რომ საკუთარ დღის წესრიგზე გადაიყვანონ საქართველო. შეიყვანონ კონფრონტაციაში, ესკალაციაში არა მხოლოდ რუსეთთან, სხვადასხვა სუბიექტებთან შეიყვანონ კონფრონტაციაში და ამით დააზიანონ ეკონომიკა. ის რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიჰყვება ამ მტერ-მოყვარების რჩევებს და მიჰყვება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს, სწორედ ამის შედეგია გაზრდილი ბიუჯეტი. ამის შედეგია, რომ შესაძლებლობა ექნება საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2026 წელს იყოს უფრო მეტი პროექტი განხორციელებული, როგორც ინფრასტრუქტურული სახის, ისე, განათლების მიმართულებით, სოციალური მიმართულებით. ყველა მიმართულებით გვექნება უფრო ძლიერი ბიუჯეტი. რაც მთავარია, ეს ბიუჯეტი ასახავს ეკონომიკურ ზრდას. ნახტომისეული ზრდა გვაქვს თუ კი შევადარებთ ჩვენს ზრდის ტემპებს, მთლიანად კონტინენტზე არსებულ ზრდის ტემპებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია