,,როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია"- შალვა პაპუაშვილი
,,როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პარლამენტის თავმჯდომარე მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარდ დაუჭერდა.
,,ამ თვალსაზრისით, დიახ, ნამდვილად ჩამოვრჩებით მოლდოვას. რას ვიზამთ, ჩვენ ჩვენი სამი ათასი წელი არ გვეთმობა, რომელიც იმის დასტურია, რომ თუ შენი ეროვნული იდენტობის გჯერა, მაშინ “პატარა ქვეყანაც” შეძლებ ისტორიულ ქარცეცხლში საკუთარი სახელმწიფოებრიობის გამოტარებას.
ამავე დროს, ეს განცხადება, აშკარად მიანიშნებს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების პერსპექტივას თავადაც სკეპტიკურად უყურებს და თვალი გდრ-ის სცენარისკენ გაურბის – გზისკენ, რომელმაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე შეიყვანა.
რა უნდა ითქვას. ესეც გზაა – სუვერენიტეტის დაკარგვით ევროპისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შინნაზარდ „ჰიპერევროპელებსაც“ ექნებათ ერთი-ორი ქვეყანა შეთვალიერებული, რომელსაც 78-ე მუხლის ციტირებით უმალ გადააბარებდნენ საქართველოს სუვერენიტეტს. მათთვის ხომ 78-ე მუხლამდე არც ერთი მუხლი მუხლად არ ღირს.
ჩვენთვის კი საკითხი მარტივია – საქართველოს ევროპული გზა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაა და არა მისი გაუქმების.
P.S. რახან სიტყვამ მოიტანა, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ 4 ოქტომბერს, ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმი მიმდინარეობდა, მაია სანდუმ საჯარო განცხადებით მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების დამხობაში ჩართულ ძალადობრივ ჯგუფებს”, – წერს პაპუაშვილი.
მაია სანდუ აცხადებს – “ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, უფრო და უფრო რთული ხდება, გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა”.
სიახლეები
- „ნაცზონდერები” და არშემდგარი რევოლუციის ავტორები ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას – რა მონაკო და საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ"- ირაკლი ზარქუა
- 13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დაჭრა თბილისში – შსს ინფორმაციას ავრცელებს
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევეს
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს