,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა? - ამის კითხვით ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ საქმის პროკურორს, ვაჟა თოდუას მიმართა.
აღნიშნულის საპასუხოდ პროკურორმა განაცხადა, რომ „დადგენილებაში მითითებულია, თუ რატომაა ეს გადაწყვეტილება მიღებული“.
„ბრეივიკმა მოკლა 77 ადამიანი, გვანახეთ მისი ოთახი, მას ინტერნეტიც აქვს და ტელეფონიც. რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა? ამ ხუთ ადამიანზეა საუბარი",- განაცხადა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ''გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, ტრამპის მარშრუტის საკითხზე'' - სამხარაძე – აშშ-ში ვიზიტზე
- '' ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ასე გაწირო შენი ხალხი!'' - გოგა ხაინდრავა
- ექსპერტთა საბჭომ ირანის მომავალ უზენაეს ლიდერად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი აირჩია
- "რაც უნდა მოხდეს, აშშ უზრუნველყოფს მსოფლიოსთვის ენერგორესურსების თავისუფლად მიწოდებას" - დონალდ ტრამპი
- ,, „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირება ემსახურება იმას, რომ გამოათავისუფლონ ველი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის'' - ლევან მაჭავარიანი