"დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური მიდგომების პარალელურად, უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ხისტ ძალას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას.
მისივე თქმით, გასულმა წელმა ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლება ბოლო წლებში საუბრობდა რეალური იყო. ყაველაშვილის განცხადებით, ფაქტმა, რომ საქართველომ ზეწოლას გაუძლო, საგრძნობლად გააძლიერა როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.
„გასულ წელს საქართველოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში საჯაროდ ვსაუბრობდით, რეალური იყო. დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოში და მთლიანად რეგიონში პროცესების ესკალაციას.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, საქართველომ უმძიმეს ზეწოლას გაუძლო, რაშიც, ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენმა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ. ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, რომ თითოეული გადაწყვეტილება სამშობლოს სიყვარულით არის ნაკარნახევი და ისტორიის რთულ, გადამწყვეტ ეტაპზე ყოველთვის საკუთარი ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე დგას, სახელმწიფო კი კანონისა და კონსტიტუციის ერთგულებით მოქმედებს. ამგვარი ერთიანობა რომ არა, ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი დათმობაც კი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველი იქნებოდა!
სიახლეები
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი