ამ გვერდის ამობედვა

,,ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე"- შალვა პაპუაშვილი

„დღეს იქნება ასამბლეის ძირითადი დღე, როცა გვექნება შესაძლებლობა, ორმხრივ ფორმატში გავმართოთ შეხვედრები, მათ შორის შეხვედრა შედგება ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. იქნება შესაძლებლობა, ასამბლეას სიტყვით მივმართო”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ბრიუსელის მხრიდან არის.

,,კონფერენციაზე ჩვენი მთავარი სათქმელი ის ახალი საფრთხეებია, რომლებიც ყველა ქვეყანაში კარგად ჩანს. ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარი, ეროვნული ინტერესები გარე ჩარევებისგან დაიცვას და ამ მხრივ, ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე ვისაუბრებ, რომ გარე ჩარევის ჰიბრიდულ საფრთხეებს ერთგვაროვანი პასუხი გაეცეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ. სამწუხაროდ, დიალოგის რეჟიმს კეტავენ და ცალმხრივი დირექტივების მიდგომაა, რომელიც სულ უფრო მძლავრია ბრიუსელში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხმა მივაწვდინოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს და ვაჩვენოთ, რომ გზა, რომელიც დღეს აქვს ბრიუსელს არჩეული საქართველოსთან და კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, სრულად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, ევროპულმა პარლამენტმა ამ მხრივ საკუთარი პოზიციებიც აჩვენონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა.

წაკითხვა 204 ჯერ