ამ გვერდის ამობედვა

,,მათ საკუთარი ამომრჩევლისთვისაც არ შეუძლიათ პერსპექტივის და მომავლის დანახება"- ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.

„მიხეილ სააკაშვილი და მისი განდგომილი წევრები – ჩერგო-ბოკერია-გვარამიას სახით თავისი დაპირისპირების სხვადასხვა, მაღალ ხარისხს აღწევენ. თუმცა, მათ თავს ყველაზე დიდი უბედურება არის დაპირისპირება საკუთარ ამომრჩეველთან. როგორც ვხედავთ, იმ დახურულ შეხვედრებზე, რომლებსაც ღია შეხვედრებს უწოდებენ, არ უშვებენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს. მათ საკუთარი ამომრჩევლისთვისაც არ შეუძლიათ პერსპექტივის და მომავლის დანახება, მათი უცხოელი ბატონ-პატრონებიც აღარ ენდობიან და აღარ უჯერებენ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ოპოზიციურ ალიანსში მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები არ მოსწონთ და ე.წ. ღია შეხვედრებზე მის ამომრჩევლებსაც არ უშვებენ.

წაკითხვა 163 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 30 2026

სიახლეები