"ნატო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს"
ნატო აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,“ - წერს აპატურაი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების „ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მონაცემებით, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა ლიდერობს.
მას ამომრჩეველთა ხმების 23,85% აქვს. პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელმა ალხას კვიწინიამ კი 21,97% მიიღო. ხაჯიმბას ხმა მისცა 20 544 ადამიანმა, ხოლო კვიწინიას 18 929 ამომრჩეველმა.
„არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი