გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის უარყოფითად შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა
“ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40 % ცუდად აფასებს, რაც 10 %-ით მეტია აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით.
აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 30 % მიიჩნევდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითად შეფასების ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კერძოდ: კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხი „კარგად“ გამოკითხულთა 12%-მა გასცა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კონკრეტულად აპრილის თვესთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 8 %-ით გაუარესდა. აპრილში ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 20% მიიჩნევდა.
ასევე ყველაზე დაბალია იმ რესპონდენტების მაჩვენებელიც, რომლებიც პრეზიდენტის საქმიანობას „საშუალოდ“ აფასებენ. კერძოდ, გამოკითხულთა 28 % მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა „საშუალოა“. აღსანიშნავია, რომ 12 %-მა „არ იცის“ კითხვაზე პასუხი.
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა