"რაც საქართველოში ხდება არის სირცხვილი" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილიმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით შეამკო.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა შეძლოს გაერთიანება, რათა შევძლოთ პატივი მივაგოთ გარდაცვლილ გმირებს და დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები.
"ეს დღე არის უაღრესად ტრაგიკული და ამავე დროს ეს არის იმედის მომცემი დღე ამ სახელმწიფოსთვის. ის გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ არიან რეალურად ჩვენი სახელმწიფოს ძალა. მათზე ვდგავართ დღეს, როგორც მთელი საქართველო იდგა წინა საუკუნეების მანძილზე მათზე, ვინც სამშობლოსთვის იბრძოდნენ და იხოცებოდნენ. ეს არის ჩვენი ბედი ამ სამყაროში, მაგრამ ამ ბედს ჩვენ გავუძელით, გავუმკლავდით და კიდევაც გავუმკლავდებით.
დღევანდელი საქართველოს რეალობა ის არის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა საბოლოოდ. ომის მიუხედავად, ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ძლიერი, დემოკრატიული თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, ამისი ნიშანი არის ის გამოხმაურება, რაც იყო დღეს გუშინ და გუშინწინ ყველა ჩვენი მეგობრებისგან, საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომლებსაც არ ავიწყდებათ ის რაც მოხდა და არ ეგუებიან, როგორც ჩვენ არ ვეგუებით. ეს არის ჩვენი მთავარი გამარჯვება, ჩვენ წინ წარმატებით მივდივართ ისე, რომ არ ვეგუებით და არ ვუთმობთ რუსეთს. ქედს არ ვიხრით მათ წინაშე და ეს არის რაც საქართველო იყო და ყოველთვის იქნება.
მე მინდა ამას დავუმატო ერთი რამ, დღეს ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს, დღეს არის დუმილის და დაფიქრების დრო. თუ დავფიქრდებით რა ხდება საქართველოში დღეს - ეს არის სირცხვილი, ამ ადამინებმა სამშობლოსთვის შესწირეს თავი, ამავე დროს ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი. დღეს საქაერთველო არ არის ღირსეული. ის შიდა დაპირისპირება, რაც არსებობს, ის შიდა ბოღმა, სიძულვილი რომელსაც ყოველდღიურად გამოაქვს შედეგი, ჩვენ ახალგაზრდობაზე აისახება და ჩვენ ყველა ამას ვხედავთ. ეს არის მათი არა პატივისცემა არამედ მათი დავიწყება, იმიტომ, რომ ისინი თუ მოკვდნენ, ისინი მოკვდნენ საქართველოსთვის, სამშობლოსთვის და ერთიანობისთვის და ჩვენ ერთიანობას კი არ ვაშენებთ დაპირისპირებაში ვართ გადასული. ჩვენ ერთიანობის მაგივრად, ვართ სიძულვილში ჩავარდნილი, რაც მხოლოდ ჩვენ მტერს აძლევს ხელს. ჩვენ თუ გვინდა ხალხი და ტერიტორიები გავაერთიანოდ არის, ამის საფუძველი არის ჩვენი ერთობა, ამას თუ ვერ მიხვდებით მაშინ აქ მოსვლა არ არის საჭირო. მე დიდი იმედი მაქვს რომ საქართველო გონს მოვა," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი