"სააკაშვილის "ნიანგის ცრემლებით ტირილი" ფარისევლობაა"
"მიხეილ სააკაშვილის "ნიანგის ცრემლებით ტირილი", რომ თურმე მის დროს სასამართლო კარგი არ ყოფილა, ფარისევლობაა", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოსცადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშანი, სწორედ მათი მმართველობის დროს მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებები იყო.
„დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს თავის თავზე არ გამოუცდია ის, რაც მისი მმართველობის დროს გამოსცადა ძალიან ბევრმა უსამართლოდ დაჩაგრულმა ადამიანმა. მან სამართლიანი სასამართლო გამოსცადა, ხოლო მისი მმართველობის დროს ადამიანებმა გამოცადეს უსამართლო მიდგომა და დამოკიდებულება. აღარაფერს ვამბობ წამებაზე და ადამიანების მკვლელობაზე, სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, რაც "ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშანი იყო. დღეს, "ნიანგის ცრემლებით" ტირილი მიხეილ სააკაშვილის, რომ თურმე მის დროს სასამართლო არ ყოფილა კარგი, ეს ფარისევლობაა. მისი აღიარებები ემსახურება კონკრეტულ მიზანს, ცოტა მეტი ხმა მიიღოს რომ მეტი მანდატი ჰქონდეს პარლამენტში. თუმცა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით