ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის რამდენიმე სოფელში, ზემო-ბარგებში, სიდასა და რეპო-ეწერში, ტყის ხანძარი გაჩნდა, რის გამოც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხოკავკაზა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა და ახლომდებარე სახლებამდე მიაღწია.
„ყველა შესაბამისი სამსახურის სწრაფი რეაგირებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ხანძარი სახლებსა და ხის შენობებს მოედო”, - იუწყება ადგილობრივი მედია.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების ფართობი და მასშტაბები ზუსტდება.
სიახლეები
- ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა
- "მარტივი და უტყუარი ტესტია, რომ უცხოეთის აგენტურისთვის რაც ცუდია, კარგია საქართველოსთვის" - მამუკა მდინარაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 აპრილისთვის
- "იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია"
- "რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე" - ვოლოდიმერ ზელენსკი