"რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება მშვიდობის ახალი ისტორიული ეპოქის დასაწყისად იქცა"
„რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალი ისტორიული ეპოქის დასაწყისად იქცა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას რუსეთის მიერ დე ფაქტო რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების 13 წლისთავი მიულოცა.
„გზა ამ ბედნიერი დღისკენ გრძელი და უმძიმესი განსაცდელებით იყო სავსე. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა შემოჭრილი ქართული ჯარის მხრიდან ფიზიკური განადგურების ზღვარზე და რუსეთის მტკიცე დახმარებამ ხსნა მოიტანა. ომი შეწყდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ სამხრეთ ოსეთის მიწაზე ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას მხოლოდ დამოუკიდებლობის აღიარება გახდიდა შესაძლებელს. სამხრეთ ოსეთთან ერთად აღიარება მოიპოვა ძმურმა აფხაზეთმაც“, - განაცხადა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთის“ ისტორიული არჩევანი რუსეთთან ურღვევი კავშირია.
„არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ ამ კავშირის გაძლიერების კურსს, ჩვენ განვაგრძობთ ინტეგრაციის განვითარებას ყველა სფეროში, სამხრეთ ოსეთის ხალხის არაერთხელ დადასტურებული ნების საფუძველზე ",- აღნიშნა ბიბილოვმა.
26 აგვისტოს სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 13 წლისთავს აღნიშნავენ. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო.
სიახლეები
- "ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ" - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 სექტემბრისთვის
- “2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” - ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა
- 7 წელი თქვენს სამსახურში - დღეს, FirstNews.ge - ს დაბადების დღე
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International