"რუსეთის ფედერაციაში შესვლის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას გეგმავს"
რუსეთის ფედერაციაში შესვლის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას გეგმავს, – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ბიბილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან აწარმოებენ კონსულტაციებს გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე.
სეპარატული რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გაზრდის სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას.
„ჩვენ უკვე გვაქვს ალანია: ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია და სამხრეთ ოსეთი – სახელმწიფო ალანია. ეს უკვე ერთი ალანიაა. როდესაც ჩვენ უკვე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ვიქნებით, ასევე არის პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტების გაერთიანებასთან. დღეს სამხრეთ ოსეთი შეიძლება, გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი, როგორც რუსეთის სუბიექტი. ვფიქრობ, ოსეთის გაერთიანება აუცილებელია. რუსეთის ახალი კონსტიტუცია ადგენს, რომ რუსეთის ფედერაცია არავითარ შემთხვევაში არავის არ დაუთმობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს. ეს მნიშვნელოვნად ზრდის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბიბილოვმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა