ამ გვერდის ამობედვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა.

 

ოჯახი ამბობს, რომ ბერდია ჯოხაძეს საქართველოში 19 აგვისტოს, 10:00 საათზე ჩამოასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში, 12:00-დან - 20:00 საათამდე გაიმართება.

 

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომს 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

წაკითხვა 278 ჯერ